გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ვაჟა-ფშაველა „კაი ყმა“
სწავლების საფეხური
საბაზო IX კლასი
საგანი, მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ლიტერატურა
საგნის მასწავლებელი
ქართული  ლიტერატურა
ლილი ჯაბანაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
30 მოსწავლე,
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ლექსის ანალიზის საფუძველზე კაი ყმის თვისებების წარმოჩენას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თემაზე დაწერილი საკითხები            ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“); 
განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ..); თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.  
ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“); 

წინარ  (წინასწარი) ცოდნა
მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსის გარკვევამდე უნდა ახსნან როგორ ესმით სიტყვა „კაი ყმა“,ხოლო შემდეგ გაიხსენონ ლექსი.
შეფასების საგანი დაპროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია:
თხრობა
მსჯელობა
ზეპირი  გამოსვლა/პრეზენტაცია
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი,ფურცლები, დაფა
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო
მენეჯმენტი
 ორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
  • Aფაზა (გამოწვევა) - 15 წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით  .თითოეულ ჯგუფს ეძლევა დრო იფიქრონ ტექსტის მიხედვით  კაი ყმის თვისებებზე.ამის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პრეზენტატორი ისაუბრებს კაი ყმის პრინციპებზე, ხოლო ჯგუფიდან ორი ბავშვი წარმოადგენს ფორმატს,რომელზედაც იქნება ჩამოწერილი ვაჟკაცის ის თვისებები, რომელიც ახასიათებს დღევანდელ ადამიანს . ასე წარმოადგენენ პრეზენტაციას დანარჩენი ჯგუფებიც. ბოლოს კი დაფაზე ჩამოიწერება ის ღირებულებები რომელიც უნდა ახასიათებდეს კარგ ადამიანს
  • B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აკეთებს  ანალიზს  და აძლევს დავალებას თემაზე:როგორ აღიქვამს თანამედროვე ახალგაზრდაკაი ყმის პრინციპებს 
  • C ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების  შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რავისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий